top of page
Writer's picturetamunabakradze

რეჯიო ემილიას მიდგომა

Updated: May 2, 2023

მწვანე ალუბლის საგანმანათლებლო ცენტრი ეფუძნება რეჯიო ემილიას მიდგომას, რომელიც ჩამოყალიბდა იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ახალგაზრდა პედაგოგის და განათლების ფსიქოლოგის, ლორის მალაგუცისა და ადგილობრივი თემის მონაწილეობით, პროგრესული განათლების საფუძვლებზე.


მეოცე საუკუნის ბოლოდან ეს მიდგომა პოპულარული გახდა ევროპასა და ამერიკაში.

დღესდღეობით იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში არსებული საერთაშორისო ცენტრი ტრენინგებითა და გამოფენებით მასპინძლობს უამრავ სტუმარს - ადრეული და დაწყებითი განათლების სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ მიდგომების ადაპტირებით თავიანთ ქვეყნებში.

რა არის რეჯიო ემილიას მიდგომის ძირითადი პრინციპები?


1. ბავშვები არიან კომპეტენტური მსწავლელები.

2. ბავშვები ვითარდებიან სხვებთან ურთიერთობით და თანამშრომლობით.

3. ბავშვები სწავლობენ კომუნიკაციით, მათ აქვთ ასი ენა.

4. გარემო არის მესამე მასწავლებელი.

5. მასწავლებლის როლი არის დაინახოს ბავშვი და დაეხმაროს მის კითხვებზე პასუხების მოძიებაში.

6. მნიშვნელოვანია ბავშვების აზროვნების დოკუმენტირება

7. მშობლები არიან პარტნიორები.


ეს სახალისო ანიმაცია მარტივად გვიხსნის რეჯიო ემილიას პრინციპებს.


შემდეგ სტატიებში დეტალურად განვიხილავთ თითოეულ პრინციპს.

2,363 views0 comments

Comments


bottom of page